Haber Global: სომხეთმა რუსეთს 4 მოიერიშე თვითმფრინავი გადასცა

სომხეთმა რუსეთს 4 გამანადგურებელი სუ-30 და პილოტები გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას Haber Global-ი სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღინიშნება, რომ გადაცემა 25 მარტს მოხდა.

როგორც მედიასაშუალება წერს,  ეს შეიძლება, ნიშნავდეს იმას, რომ სომხეთი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო, რაც რეგიონში კონფლიქტის გამწვავებას უწყობს ხელს.

ასევე, არ არის გამორიცხული, რომ სომხეთის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთს სამხედრო დახმარებას უწევს, სანქციები დაწესდეს ან ერევანი მკაცრად გააფრთხილონ.

ადრე, Haber Global-მა დაზვერვაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია სირიელი დაქირავებული ჯარისკაცების უკრაინაში გადასროლის შესახებ, რაც მოგვიანებით თავად რუსეთმაც დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები