წყალი „სნო“ „კაზანტიპის“ ფესტივალში არ მონაწილეობს

ნატურალური მინერალური წყალი „სნო“-ს მწარმოებელი კომპანია „აქვა გეო“ ანაკლიაში დაგეგმილი ფესტივალის მხარდამჭერად დასახელებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას ოფიციალურად აფიქსირებს.  “კვირა” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“კომპანია „აქვა გეო“ სასმელი წყლის მიწოდებას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ ახორციელებს. „კაზანტიპის“ ფესტივალის ორგანიზატორებმა თანამშრომლობისთვის კომპანიის მენეჯმენტს მიმართეს. მათ წინადადებაზე უარი ეთქვათ. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომპანია „აქვა გეო“ ფესტივალის ორგანიზატორებთან რაიმე სახის მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და შესაბამისად, აღნიშნულ ღონისძიებაში არ მონაწილეობს. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს კომპანია „აქვა გეო“ ფესტივალის ექსკლუზიური მხარდამჭერია, სიმართლეს არ შეესაბამება. მივმართავთ ყველას – ხელი არ შეუწყონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას, რაც კომპანიის ავტორიტეტის შელახვას ისახავს მიზნად”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები