რუსულმა მედიამ ზელენსკისგან ინტერვიუ აიღო
რუსულმა მედიამ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისგან ინტერვიუ აიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „მედუზა“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დღეს, 27 მარტს უკრაინის პრეზიდენტს რუსული მედიის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ, რომელთა შორის იყო გამოცემა „მედუზას“ რედაქტორი – ივან კოლპაკოვი, ტელეარხ „დოჟდის“ რედაქტორი – ტიხონი დზიადკო, მწერალი და ჟურნალისტი – მიხაილ ზიკორი და „კომერსანტის“ კორესპონდენტი – ვლადიმირ სოლოვიოვი.
მათი საუბარი ორ საათს გაგრძელდა. მედიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საუბრის ჩანაწერს ცენზურის გარეშე გამოაქვეყნებენ.
შეგახსენებთ, რომ „მედუზას“ და „დოჟდს“ რუსეთის ხელისუფლება „უცხოელ აგენტებად“ მიიჩნევს.