უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თურქეთში გაიმართება

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თურქეთში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დელეგაციის წევრი და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი, დავით არახამია ავრცელებს.

„დღეს ვიდეომოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე გადაწყდა, რომ 28-30 მარტს თურქეთში, ორ დელეგაციასთან ერთად, მორიგი პირისპირ შეხვედრა ჩატარდეს.

დავით არახამიას განცხადებით, დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს.

რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, ვლადიმერ მედინსკიმ კი განაცხადა, რომ შეხვედრა 29-30 მარტს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები