ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია რაკეტების ჩამოგდება ტყვიამფრქვევებითა და თოფებით
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინას მარიუპოლის განბლოკვისთვის საჭირო ტანკები და თვითმფრინავები მიაწოდონ, რადგან უკრაინელ დამცველებს რუსული რაკეტების ჩამოგდება ტყვიამფრქვევებით და თოფებით არ შეუძლიათ. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„უკრაინას არ შეუძლია ჩამოაგდოს რუსული რაკეტები თოფებით, ტყვიამფრქვევებით, რომელთა მოწოდება ძალიან ხშირია. მარიუპოლის განბლოკვა შეუძლებელია საკმარისი რაოდენობის ტანკების, სხვა ჯავშანტექნიკის და რა თქმა უნდა, თვითმფრინავების გარეშე. ამის შესახებ უკრაინის ყველა დამცველმა იცის. მარიუპოლის ყველა დამცველმა იცის. ათასობით ადამიანმა იცის – მოქალაქეებმა, მშვიდობიანმა მოქალაქეებმა, რომლებიც იქ იღუპებიან ბლოკადაში.
ეს ამერიკაშიც იციან. ყველა ევროპელმა პოლიტიკოსმა იცის. ყველას ვუთხარით და ეს უნდა იყოს ცნობილი რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის დედამიწაზე. ისე, რომ ყველამ გაიგოს, ვის და რატომ ეშინოდა ამ ტრაგედიის თავიდან აცილების. უბრალოდ ეშინოდა გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა ზელენსკიმ.