ლავროვი: რუსეთი აფხაზეთისა და დონბასის კონტაქტების განვითარებას შეუწყობს ხელს

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისა, ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული ე.წ. რესპუბლიკების კონტაქტების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე თქვა.

“ჩვენ ვაფასებთ თქვენს გადაწყვეტილებას, აღიაროთ დონეცკი და ლუგანსკი. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ კონტაქტების განვითარებას ამ ახალ სახელმწიფოებთან. მე მჯერა, რომ, ზოგადად, ეს ხელს შეუწყობს სიტუაციის სტაბილიზაციას ჩვენს საერთო გეოპოლიტიკურ სივრცეში”, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები