როგორი კოვიდვითარებაა ოკუპირებულ აფხაზეთში
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ე.წ ოპერატიული შტაბი ავრცელებს. გარდაიცვალა 2 პაციენტი.
მათივე ცნობით, კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 53 ადამიანი მკურნალობს, აქედან 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 294 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 49 322, ხოლო გარდაიცვალა 678 ადამიანი.