UNICEF: უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტი ლტოლვილად იქცა
გაერო-ს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტი ახლა ლტოლვილია. გამოცემა BBC-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება UNICEF-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„უკრაინაში ერთთვიანმა ომმა 4,3 მილიონი ბავშვის იძულებით გადაადგილება გამოიწვია – ქვეყანაში სულ 7,5 მილიონი ბავშვი ცხოვრობს, მათ ნახევარზე მეტი ახლა ლტოლვილია“, – ნათქვამია გაერო-ს ბავშვთა ფონდის განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინა, ჯამურად, 3,6 მილიონმა ადამიანმა დატოვა, მათგან 1,8 მილიონი ბავშვია. გარდა ამისა, 2,5 მილიონი ბავშვი ლტოლვილად ქვეყნის შიგნით იქცა.