გიორგი ამილახვარი: ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ასპარეზს, რათა ვაიძულოთ რუსეთი, შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც აღებული აქვს
“ქართული ოცნების” წევრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხელისუფლებას პრაგმატული პოლიტიკა აქვს.
„ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ გვაქვს პრაგმატული, მდგრად განვითარებაზე დაფუძნებული პოლიტიკა. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ასპარეზს, რათა ვაიძულოთ რუსეთი, შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც აღებული აქვს“, – განაცხადა ამილახვარმა.