“გალფის” ნავთობბაზაზე ხანძრის შედეგად დაშავებულ მამაკაცს ოპერაცია უტარდება

“გალფის” ნავთობბაზაზე ხანძრის შედეგად დაშავებულ მამაკაცს ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია უტარდება, – ამის შესახებ „კვირას“ ღუდუშაურის კლინიკის ექიმ-რეანიმატოლოგმა განუცხადა.
“მამაკაცს შემოსვლისას ტრავმული შოკის ნიშნები აღენიშნებოდა. ეს ყველაფერი ჩვენი დახმარებით, მეტიკამენტოზური ჩარევით მოწესრიგდა. სამუშაო დიაგნოზია მარჯვენა წვივის ძვლების ქვედა მესამედის დამსხვრეული ღია მოტეხილობა. პაციენტი საოპერაციოშია და ფეხზე ოპერაცია უტარდება”, – აღნიშნა ვიკა ჯაჯანიძემ.
“გალფის” ნავთობბაზაზე ხანძარი დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე საწვავით დატვირთული ხუთი ავტოცისტერნა აფეთქდა. დამწვარია დაახლოებით 2000-2500 კვადრატული მეტრი ტერიტორია. დამწვარია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტონაწილების ხუთი მაღაზია და ათამდე მეორადი ავტომობილი. შემთხვევის ადგილზე თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, საპატრულო პოლიციისა და რკინიგზის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები