კახა კუჭავა მადლენ ოლბრაიტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, კახა კუჭავა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლო და საქართველოს დიდი მეგობარი. მშვიდად განისვენე“, – წერს კახა კუჭავა „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი, მადლენ ოლბრაიტი 84 წლის ასაკში, კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. ოლბრაიტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში 1997-2001 წლებში იკავებდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები