“სიცრუეა, რომ უკრაინა ბიოლოგიურ იარაღს აწარმოებდა” – ოლაფ შოლცი

 

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება რუსეთის მტკიცება, რომ უკრაინა ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს აწარმოებდა, ან რომ აშშ-ს სურდა ასეთი იარაღის გამოყენება უკრაინაში.

ამის შესახებ მან Zeit-თან საუბარში თქვა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ახალი სანქციები დაწესება, თუ რუსეთი უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, შოლცმა თქვა, რომ ეს საკითხი პუტინთან სატელეფონო საუბარში განიხილა.

„პირდაპირ საუბარში გავაფრთხილე პრეზიდენტი პუტინი, რომ არ გამოეყენებინა ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღი. რუსეთის მტკიცებულება რომ უკრაინა ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს აწარმოებდა ან, რომ აშშ-ს ასეთი იარაღის გამოყენება სურდა უკრაინაში, სიმართლეს არ შეესაბამება. ასეთი მტკიცებულება მე, ფარულ საფრთხედ მომეჩვენა, რომ პუტინი ასეთი იარაღის გამოყენებას განიხილავს. ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მისთვის მკაფიოდ და პირდაპირ მეთქვა: ეს იქნება მიუღებელი და მიუტევებელი. ამაზე არავინ არც უნდა იფიქროს“, – განაცხადა კანცლერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები