ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს, ალექსანდრ ვინიკოვს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსანდრ ვინიკოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას, ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამ კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის განსაკუთრებული მნიშვნელობა საომარი მოქმედებების მალე დასრულებისთვის.