უკრაინის გენერალური პროკურატურა: ოკუპანტების შეიარაღებული აგრესიის შედეგად, ქვეყანაში 117 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 155-ზე მეტი
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ოკუპანტების შეიარაღებული აგრესიის შედეგად, უკრაინაში 117 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 155-ზე მეტი.
უწყების ცნობით, ომის დაწყებიდან 27-ე დღის მონაცემებით, ოკუპანტების თავდასხმების შედეგად ყველაზე მეტი, 58 ბავშვი კიევში დაშავდა, ხარკოვში -40, ჩერნიგოვი – 3, დონეცკში – 30, ნიკოლაევი – 24. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს 548 საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, მათგან 72 მთლიანად განადგურდა.