1 სექტემბრიდან რეცეპტების ინსტიტუტი სრულად ამოქმედდება

1 სექტემბრიდან რეცეპტების ინსტიტუტი სრულად ამოქმედდება – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეცეპტებით მედიკამენტების გაცემა აუცილებელია ორი ძირითადი რისკის: მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ მოხმარებისა და მათი თვითნებურად გამოყენების გამო, რაც ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.
დავით სერგეენკოს განცხადებით, რეცეპტების ინსტიტუტზე მუშაობა მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნულის შესახებ გეგმა, როგორც სამედიცინო, ისე ფარმაკოლოგიის სფეროს წარმომადგენლებს წარედგინათ. შესწავლილი იქნა რისკები, რაც რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედებას შეიძლება ახლდეს თან.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, იმოქმედებს როგორც ერთწლიანი რეცეპტები, ასევე უეცრად დამდგარ სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებით, ყველა აფთიაქში იქნება გადაუდებელი დახმარების ნაკრები, რომლის შემადგენლობაც შესწავლის შემდეგ განისაზღვრება. II ჯგუფის მედიკამენტების რეცეპტურის ინსტიტუტის ამოქმედების ფარგლებში დამტკიცდა მეორე ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტების რეცეპტის გამოწერის წესი და ფორმა №3 რეცეპტის ბლანკის ახალი ფორმა (ბრძანება №01-53/ნ, 18.07.2014), რომელიც სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორთან აქტიური კომუნიკაციით მომზადდა, დაზუსტდა ურეცეპტოდ გასაცემი – III ჯგუფის მედიკამენტების ჩამონათვალი (შევიდა ცვლილება 2009 წლის 13 ოქტომბრის N331/ნ ბრძანებაში);
რეცეპტურის ინსტიტუტის ამოქმედების თანმხლები რისკების პრევენციის მიზნით, სამედიცინო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია, შეემუშავებინათ და სამინისტროში წარმოედგინათ საპილოტე პროექტის გეგმა-გრაფიკი, რომელიც მათ მიერ II ჯგუფის მედიკამენტების რეცეპტურის ინსტიტუტზე ეტაპობრივ გადასვლას ითვალისწინებდა. ამასთან, სამინისტროს მიერ ხორციელდებოდა აღნიშნული პროცესის მუდმივი მონიტორინგი. 1 სექტემბრიდან ურეცეპტოდ აღარ გაიცემა II ჯგუფის მედიკამენტები, მ.შ., საძილე და სედაციური საშუალებები (გარდა მცენარეული პრეპარატებისა), ანტიდეპრესანტები, კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისათვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და იმუნომოდულატორები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიჰისტამინური საინექციო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული და ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო წამლის ფორმები და სხვ. რაც შეეხება ურეცეპტოდ გასაცემი III ჯგუფის მედიკამენტების ნუსხას, აღნიშნული არის საკმაოდ ვრცელი და მოიცავს საქართველოში რეგისტრირებულ 3306 მედიკამენტს. ესენია: კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო და ნაწლავის მიკროფლორის მარეგულირებელი საშუალებები, ვიტამინები და მინერალები (გარდა საინექციო ხსნარებისა), ანტიაგრეგანტები (თრომბო აცც, ასპირინი კარდიო, კარდიომაგნილი და სხვ.), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი საშუალებები, ანგიოპროტექტორები, მთელი რიგი ანალგეზიური, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, ბრონქული ასთმის სამკურნალო პრეპარატები, ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელი საშუალებები, H1- ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები (ერიუსი, ალერფასტი, კეტოტიფენი, ტავეგილი და სხვ.), ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები და სხვ. ფორმა №3 რეცეპტის ბლანკები ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. რეცეპტების ამობეჭდვას რეცეპტების სისტემაში დარეგისტრირებული თითოეული მომხმარებელი შეძლებს.
ინფორმაცია რეცეპტების ბეჭდვასა და სისტემაში დარეგისტრირების შესახებ სამინისტროს ვებგვერდზე უახლოეს მომავალში განთავსდება. სოფლის ექიმებს კი რეცეპტები სამინისტროს მიერ გადაეცემათ. უწყების ხელმძღვანელის თქმით, რეცეპტების ინსტიტუტის ამოქმედების თაობაზე საზოგადოება სრულად იქნება ინფორმირებული. დავით სერგეენკომ ყურადღება ფარმაკოლოგიურ სექტორში ამ დრომდე არსებულ რეგულაციებზეც გაამახვილა. მისი განცხადებით, სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა ეფექტურად მიმდინარეობს. „ცალკეულ აფთიაქებში ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ურეცეპტოდ გასცემდნენ, ასეთი შემთხვევები სრულად არ აღმოფხვრილა, თუმცა 90%-ით შემცირდა“,-აღნიშნა მინისტრმა. მანვე იმ სანქციებზე ისაუბრა, რაც აფთიაქებს მედიკამენტის ურეეცპტოდ გაცემის შემთხვევაში დაეკისრებათ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება მედიკამენტების ფასის ზრდას არ გამოიწვევს.
1 სექტემბრიდან რეცეპტების ინსტიტუტი სრულად ამოქმედდება – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეცეპტებით მედიკამენტების გაცემა აუცილებელია ორი ძირითადი რისკის: მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ მოხმარებისა და მათი თვითნებურად გამოყენების გამო, რაც ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. დავით სერგეენკოს განცხადებით, რეცეპტების ინსტიტუტზე მუშაობა მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნულის შესახებ გეგმა, როგორც სამედიცინო, ისე ფარმაკოლოგიის სფეროს წარმომადგენლებს წარედგინათ. შესწავლილი იქნა რისკები, რაც რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედებას შეიძლება ახლდეს თან.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, იმოქმედებს როგორც ერთწლიანი რეცეპტები, ასევე უეცრად დამდგარ სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებით, ყველა აფთიაქში იქნება გადაუდებელი დახმარების ნაკრები, რომლის შემადგენლობაც შესწავლის შემდეგ განისაზღვრება. II ჯგუფის მედიკამენტების რეცეპტურის ინსტიტუტის ამოქმედების ფარგლებში დამტკიცდა მეორე ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტების რეცეპტის გამოწერის წესი და ფორმა №3 რეცეპტის ბლანკის ახალი ფორმა (ბრძანება №01-53/ნ, 18.07.2014), რომელიც სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორთან აქტიური კომუნიკაციით მომზადდა, დაზუსტდა ურეცეპტოდ გასაცემი – III ჯგუფის მედიკამენტების ჩამონათვალი (შევიდა ცვლილება 2009 წლის 13 ოქტომბრის N331/ნ ბრძანებაში);
რეცეპტურის ინსტიტუტის ამოქმედების თანმხლები რისკების პრევენციის მიზნით, სამედიცინო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია, შეემუშავებინათ და სამინისტროში წარმოედგინათ საპილოტე პროექტის გეგმა-გრაფიკი, რომელიც მათ მიერ II ჯგუფის მედიკამენტების რეცეპტურის ინსტიტუტზე ეტაპობრივ გადასვლას ითვალისწინებდა. ამასთან, სამინისტროს მიერ ხორციელდებოდა აღნიშნული პროცესის მუდმივი მონიტორინგი. 1 სექტემბრიდან ურეცეპტოდ აღარ გაიცემა II ჯგუფის მედიკამენტები, მ.შ., საძილე და სედაციური საშუალებები (გარდა მცენარეული პრეპარატებისა), ანტიდეპრესანტები, კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისათვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და იმუნომოდულატორები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიჰისტამინური საინექციო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული და ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო წამლის ფორმები და სხვ. რაც შეეხება ურეცეპტოდ გასაცემი III ჯგუფის მედიკამენტების ნუსხას, აღნიშნული არის საკმაოდ ვრცელი და მოიცავს საქართველოში რეგისტრირებულ 3306 მედიკამენტს. ესენია: კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო და ნაწლავის მიკროფლორის მარეგულირებელი საშუალებები, ვიტამინები და მინერალები (გარდა საინექციო ხსნარებისა), ანტიაგრეგანტები (თრომბო აცც, ასპირინი კარდიო, კარდიომაგნილი და სხვ.), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი საშუალებები, ანგიოპროტექტორები, მთელი რიგი ანალგეზიური, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, ბრონქული ასთმის სამკურნალო პრეპარატები, ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელი საშუალებები, H1- ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები (ერიუსი, ალერფასტი, კეტოტიფენი, ტავეგილი და სხვ.), ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები და სხვ. ფორმა №3 რეცეპტის ბლანკები ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. რეცეპტების ამობეჭდვას რეცეპტების სისტემაში დარეგისტრირებული თითოეული მომხმარებელი შეძლებს.
ინფორმაცია რეცეპტების ბეჭდვასა და სისტემაში დარეგისტრირების შესახებ სამინისტროს ვებგვერდზე უახლოეს მომავალში განთავსდება. სოფლის ექიმებს კი რეცეპტები სამინისტროს მიერ გადაეცემათ. უწყების ხელმძღვანელის თქმით, რეცეპტების ინსტიტუტის ამოქმედების თაობაზე საზოგადოება სრულად იქნება ინფორმირებული.
დავით სერგეენკომ ყურადღება ფარმაკოლოგიურ სექტორში ამ დრომდე არსებულ რეგულაციებზეც გაამახვილა. მისი განცხადებით, სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა ეფექტურად მიმდინარეობს. „ცალკეულ აფთიაქებში ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ურეცეპტოდ გასცემდნენ, ასეთი შემთხვევები სრულად არ აღმოფხვრილა, თუმცა 90%-ით შემცირდა“,-აღნიშნა მინისტრმა. მანვე იმ სანქციებზე ისაუბრა, რაც აფთიაქებს მედიკამენტის ურეეცპტოდ გაცემის შემთხვევაში დაეკისრებათ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება მედიკამენტების ფასის ზრდას არ გამოიწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები