კადიროვი უკრაინაში დამატებით ჩეჩნურ ქვედანაყოფებს აგზავნის

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა უკრაინაში დამატებით ჩეჩნური ქვედანაყოფები გაგზავნა.

კადიროვმა შესაბამისი ვიდეო საკუთარ ტელეგრამ არხზე განათავსა.

“ეს მხოლოდ მცირე ნაწილია, ვისაც სურს – ემსახუროს საკუთარ სახელმწიფოს. ჩეჩნეთიდან ათასობით მოხალისე და სამართალდამცავი მიიჩქარის ბრძოლაში, მაგრამ მათგან საუკეთესო და მოტივირებული ჯარისკაცები შევარჩიეთ. ეჭვიც არ გვეპარება, რომ ისინი თავიანთ საბრძოლო ამოცანებს გაუმკლავდებიან“, – წერს კადიროვი.

მისი თქმით, ჩეჩენი მებრძოლები უკრაინაში მალე ჩავლენ.

“და მაშინ ვნახოთ, რას იზამენ ნაციონალისტები და ბანდეროველი ძაღლები! აუცილებლად მიხვდებიან, რომ “აჰმათი” ძალაა!”, – დასძინა ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები