უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს.
ის მოსახლეობას და სამხედრო პირებს მოუწოდებს, დათა თუთაშხიას ტაქტიკით იმოქმედონ და სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ერთი დღის განმავლობაში არ გაავრცელონ ბრძოლის შედეგის ამსახველი ფოტო, ან ვიდეომასალა.