ჩინეთი უკრაინას ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩინეთის “წითელი ჯვარი” უკრაინას დამატებით 10 მილიონ იუანს (1,1 მილიონი ფუნტი სტერლინგი) ჰუმანიტარულ დახმარების სახით გამოუყოფს.
ამის შესახებ Sky News იტყობინება.
აღინიშნება, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჯო ბაიდენმა პეკინი ნებისმიერი დახმარების “შედეგზე” გააფრთხილა, რომელიც ჩინეთს შეეძლო, რუსეთის სამხედრო ძალისხმევისთვის გაეწია.
მანამდე, ჩინეთის და აშშ-ის პირველ პირებს შორის ვიდეოკონფერენციის ფორმატით შეხვედრა გაიმართა, რომელიც ორ საათს გაგრძელდა.