რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროპული ოჯახის წევრობას თანაბრად იმსახურებენ

“უკრაინა, საქართველო და მოლდოვა თანაბარი ხარისხით იმსახურებენ „ევროპული ოჯახის წევრობას“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.

მისივე თქმით, სამივე ქვეყანა იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვეხმარებით მოლდოვას. ჩვენ გავხსენით ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი, რომელიც დახმარებას უწევს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ – მოლდოვასაც. ამავე დროს, ჩვენ უნდა განვიხილოთ მოლდოვის ევროპული პერსპექტივა. რუმინეთი მხარს უჭერს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას, არა მხოლოდ უკრაინის და საქართველოსი. სამივე ქვეყანა იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას”, – განაცხადა აურესკუმ.

მან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე გააკეთა კომენტარი და დასძინა, რომ რუსეთმა უკრაინიდან დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს ჯარები.

“ჩვენ ვგმობთ რუსეთის თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ. გარდა უკრაინის მხარდაჭერისა, უნდა იქნეს მიღებული ახალი სანქციები, მაგრამ ამავე დროს ეფექტურად უნდა ვებრძოლოთ რუსეთის პროპაგანდას და დეზინფორმაციას”, – განაცხადა რუმინელმა დიპლომატმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები