ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის მიერ პარლამენტის მიმართ გაცემულ რეკომენდაციებზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე პარლამენტის მიმართ გაცემულ რეკომენდაციებზე იმსჯელეს.

„ჩვენ გამოვკვეთეთ რამდენიმე საკითხი ამ რეკომენდაციებიდან, რომელზეც მუშაობის დაწყება ოპერატიულად შეიძლება.

შეხვედრას ესწრებოდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. გამოიკვეთა შემდგომი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა, რის შემდეგაც უკვე კონკრეტულ ინიციატივებზე დავილაპარაკებთ”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები