როკ – ჯგუფ “აკვარიუმ”-ის სოლისტმა, ბორის გრებენშჩიკოვმა 20 მარტს ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან გამართულ აქცია-კონცერტზე იმღერა.
უკრაინის მხარდამჭერი კონცერტის სახელწოდება Sound of Peace იყო.
გერმანელების წინაშე არაერთი მუსიკოსი წარდგა, ასევე, შეკრებილებს უკრაინის პრეზიდენტმა,, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მიმართა. ზელენსკიმ გერმანელებს მოუწოდა, შეწყვიტონ რუსული სამხედრო მანქანის მხარდაჭერა.
“გერმანელებო, თქვენ გაქვთ ძალა. ევროპა, თქვენ გაქვთ ძალა, რაკეტებზე ძლიერი, ყველა ტანკზე ძლიერი. თქვენთან ვაჭრობის გარეშე, თქვენი კომპანიებისა და ბანკების გარეშე, რუსეთს ფული არ ექნება ამ ომისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.