ზელენსკი – გერმანელებს: შეწყვიტეთ რუსული სამხედრო მანქანის მხარდაჭერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 მარტს ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან შეკრებილ გერმანელებს მიმართა, რომლებმაც უკრაინის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი Sound of Peace გამართეს.

ზელენსკიმ გერმანიის მოქალაქეებს მოუწოდა, შეწყვიტონ რუსული სამხედრო მანქანის მხარდაჭერა.

“გერმანელებო, თქვენ გაქვთ ძალა. ევროპა, თქვენ გაქვთ ძალა, რაკეტებზე ძლიერი, ყველა ტანკზე ძლიერი. თქვენთან ვაჭრობის გარეშე, თქვენი კომპანიებისა და ბანკების გარეშე, რუსეთს ფული არ ექნება ამ ომისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, როდესაც გერმანია რუსეთთან გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, უკრაინა აფრთხილებდა ევროპას, რომ ეს საშიში იყო.

„ჩვენ ვთქვით, რომ სანქციებია საჭირო ამ ომის თავიდან ასაცილებლად. ნუ აფინანსებთ რუსეთის საომარ მანქანას, არცერთ ევროს ოკუპანტებისთვის, დახურეთ მათთვის ყველა თქვენი პორტი, არ მიაწოდოთ საქონელი, უარი თქვით რუსეთის ენერგორესურსებზე, დააჭირეთ მასზე, რომ უკრაინა დატოვოს.

მე მჯერა, რომ მშვიდობა შესაძლებელია, მაგრამ თქვენ უნდა იმოქმედოთ, რომ მშვიდობაში გადავიდეთ. რომ ჩვენს ქუჩებში ისეთივე უსაფრთხოება იყოს, როგორც თქვენთან”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები