ესპანეთში 25 000-მდე უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, ომის დაწყებიდან, ესპანეთში დაახლოებით 25 000 უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის მიგრაციის მინისტრი, ხოსე ლუის ესკრივა ავრცელებს.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს შეფასებით, თითქმის 3.5 მილიონმა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა, მათგან ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა პოლონეთს შეაფარა თავი.