ოკუპანტებმა ენერგოდარის მერის მოადგილე გაიტაცეს

ენერგოდარის საქალაქო საბჭო მერის პირველი მოადგილის, ივან სამოიდიუკის გატაცების შესახებ იტყობინება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ენერგოდარის მერი დმიტრი ორლოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გატაცებულია მერის პირველი მოადგილე ივან სამოიდიუკი. რა მდგომარეობაშია ახლა ის ჩვენთვის უცნობია. კავშირზე გუშინდელი დღიდან არ გამოსულა. დღეს კი დადასტურებული ინფორმაცია მივიღეთ, რომ ის გატაცებულია. ოკუპანტებმა ენერგოდარის აქტიურ მოსახლეობაზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება დაიწყეს“, – წერს სოციალურ ქსელში ორლოვი.

ორლოვი დეპუტატებსა და აქტივისტებს სთხოვს სიფრთხილე გამოიჩინონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები