ლუგანსკში დღე-ღამეში განადგურდა 54 შენობა, დაიღუპა 4 ადამიანი, ხოლო 10 – დაშავდა
ლუგანსკის რაიონში, 18 მარტს თავდასხმის შედეგად დაზიანდა 54 შენობა, მოკლულია 4 ადამიანი და 10 – დაშავებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის რაიონული ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.
„რუსი „გამათავისუფლებლები“ ლუგანსკის მიწებს ადამიანებისგან ათავისუფლებენ: დღე-ღამეში დაიღუპა 4 ადამიანი, 10 დაშავდა, დაზიანებულია 54 სახლი და ინფრასტრუქტურის ობიექტი. რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლას“, – განაცხადა სერგეი გაიდაიმ.