ხობის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხობი-უტორას დამშრობ მასივს აწესრიგებს.

არსებული ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიფულის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 6,5 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხი იწმინდება.

როგორც ცნობილია, სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება; შედეგად, 60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება. დამშრობ მასივზე სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები