დავით სერგეენკო: პოლონეთის პრემიერმა მკაფიოდ თქვა, რომ საქართველო, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს

“პოლონეთის პრემიერმა შემაჯამებელ სიტყვაში მკაფიოდ თქვა, რომ საქართველო, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს, ეს ნამდვილად ასეა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, სანქცირების პროცესი დინამიკურია.

„შეხვედრა საქართველოსა და პოლონეთის პრემიერებს შორის სულ რამდენიმე საათის წინ დასრულდა და ორივემ ძალიან მკაფიო განცხადებები გააკეთა. პოლონეთის პრემიერმინისტრის შემაჯამებელი სიტყვა იყო, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რაც მისი შესაძლებლობების ფარგლებშია, ეს ნამდვილად ასეა. რაც შეეხება სანქცირების პროცესს, ეს რომ ნამდვილად დინამიკურია, კიდევ ერთხელ ვადასტურებ“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ “იმედის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები