ანგელა მერკელისთვის ვიქტორია ნულანდის გამონათქვამი მიუღებელია
გერმანიის კანცლერის პრესმდივნის კრისტინ ვირცის განცხადებით, ანგელა მერკელისთვის აშშ-ის მაღალჩინოსანთა მხრიდან ევროკავშირის ძალისხმევის აშკარა შეურაცხყოფა – იშუამდგომლოს უკრაინის კრიზისში, ყოვლად მიუღებელია. ამის შესახებ “ბი-ბი-სი” იუწყება. ამასთან, კანცლერის პრესმდივნის განცხადებით, ანგელა მერკელი სრულად უჭერს მხარს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის – კეტრინ ეშტონის მიერ გაწეულ სამსახურს უკრაინის კრიზისის მოგვარებაში. Youtube-ზე გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი და აშშ-ის ელჩი უკრაინაში შექმნილ კრიზისზე საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, საუბარი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე მიმდინარეობს, რა დროსაც ვიქტორია ნულანდმა ევროკავშირის მისამართით განაცხადა „Fuck the EU“. მოგვიანებთ, ვიქტორია ნულანდმა ამის გამო მოიბოდიშა.