თამარ გაბუნია: პარამეტრები მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდემია სტაბილიზაციის ფაზაში გადადის

პარამეტრები რეალურად მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდემია სტაბილიზაციის ფაზაში გადადის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევასრულოთ ვაქცინაციის გეგმის სამიზნეები ზაფხულამდე იმისთვის, რომ სტაბილურობა შენარჩუნდეს და განმეორებითი ტალღა აღარ მივიღოთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, მომზადებულია ვაქცინაციის განახლებულ გეგმა, რომელმაც დადებითი შეფასება მიიღო ექსპერტებისგან.

„ვაქცინა ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თუკი ახალი შტამი გაჩნდა, ჩვენ დავხვდეთ მომზადებულები იმუნური თემით. ვაქცინაციის განახლებული გეგმა მომზადებულია და დადებითი შეფასება მიიღო ექსპერტებისგან, ვაქცინაციის საკოორდინაციო ჯგუფიდან და ამ დღეებში ვფიქრობთ გეგმის წარდგენას მთავრობაში, რომელიც ჩაანაცვლებს გასული წლის ამ დროს დამტკიცებულ გეგმას“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები