Bloomberg: ომის შედეგად მსოფლიოში სურსათზე ფასები შესაძლოა კიდევ 22%-ით გაიზარდოს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო მსოფლიოში ისედაც რეკორდულად მაღალი ფასები სურსათზე, შესაძლოა, 22%-ით კიდევ გაიზარდოს. ეს კი აფერხებს ვაჭრობას და საფრთხეს უქმნის მოსავალს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ანგარიში გვიჩვენებს ომის სამომავლო გავლენებს  გლობალურ სასურსათო სისტემაზე,  რაც შედეგად  პირდაპირ გავლენას მოახდენს მომავალ სეზონებზე. უკრაინა და რუსეთი ერთად შეადგენენ მსოფლიოში გაყიდული საკვების მეათედზე მეტს და ეს ნაკადები ომმა შეაჩერა.

წარმოების ხარჯების ზრდა ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნები შავი ზღვის მარცვლეულისა და მზესუმზირის ექსპორტის „უეცარი და მკვეთრი კლების“  ნაწილობრივ ანაზღაურებას შეძლებენ მომავალ სეზონზე 2022-23 წლებში. ეს, სავარაუდოდ, გაზრდის საერთაშორისო ფასებს სურსათსა და საკვებზე კიდევ 22%-ით, ხოლო,  თუ ომი გაგრძელდება და ენერგეტიკა ძვირი დარჩება, მნიშვნელოვანი წყვეტა მიწოდების საკითხში შენარჩუნდება.

„სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესაძლო შეფერხებამ ძირითადი საქონლის ექსპორტში შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს სურსათს  მთელ მსოფლიოში“, – თქვა FAO-ს გენერალურმა დირექტორმა  ცალკე განცხადებაში და დასძინა, რომ შიმშილი ასევე შეიძლება გაიზარდოს უკრაინაში.

ყველაზე უარეს შემთხვევაში, მთელ მსოფლიოში 13,1 მილიონი ადამიანი შესაძლოა მომდევნო სეზონზე შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდეს. ეს გულისხმობს ხორბლისა და სიმინდის ექსპორტის 25 მილიონი ტონით შემცირებას, ასევე ზეთოვანი კულტურების შემცირებას 3 მილიონი ტონით.

FAO-ს შეფასებით, ომი უკრაინაში 20%-დან 30%-მდე დაუთესელ ან დაუმუშავებელ ფართობს დატოვებს.

„მოსახლეობის მასობრივი გადაცხოვრება“ ნიშნავს მუშახელის უკმარისობას, ზოგიერთი მინდორი დატბორილია საომარი მოქმედებების ზონებში და მწარმოებლებს სავარაუდოდ პრობლემები შეექმნებათ ქიმიკატებისა და სახამებლის მიწოდებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები