AXIOS: აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ირანი მექსიკაში ისრაელის ელჩის მკვლელობას გეგმავდა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) მექსიკაში ისრაელის ელჩის, ეინათ კრანც-ნეიგერის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა AXIOS-ი აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირების ცნობით, შეთქმულება გასულ ზაფხულს მექსიკის უსაფრთხოების სამსახურებმა ჩაშალეს.
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ირანს საზღვარგარეთ აქვს ფართო ქსელი, რომელიც შეთქმულებას აწყობს ამერიკული და ისრაელის სამიზნეების წინააღმდეგ, მათ შორის ლათინურ ამერიკაში.
ეს გეგმა შეიმუშავა იმავე დანაყოფმა, რომელიც, წყაროების ცნობით, ბოლო თვეებში სავარაუდოდ ცდილობდა თავდასხმების განხორციელებას ისრაელის სამიზნეებზე ავსტრალიასა და ევროპაში.
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მკვლელობის გეგმა აქტიური იყო 2025 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, ვიდრე ზაფხულში ის სპეცსამსახურებმა არ აღკვეთეს.