რეზნიკოვი: უკრაინაში ოკუპანტებმა სამხედროზე მეტი სამოქალაქო პირი მოკლეს
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინაში ოკუპანტებმა უფრო მეტი სამოქალაქო პირი მოკლეს, ვიდრე – სამხედრო.
“მინდა, ეს არა მარტო კიევში, არამედ მთელს მსოფლიოში გაიგონ”. – თქვა მან.
შეგახსენებთ,რომ რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.