გაერო: უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობამ 2,5 მილიონს მიაღწია

რუსული ჯარების შეჭრის დაწყებიდან დღემდე, უკრაინა 2,5 მილიონმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა ლტოლვილთა საკითხებში, ფილიპო გრანდიმ განაცხადა.

„დღეს უკრაინიდან ლტოლვილთა რიცხვმა ტრაგიკულ რიცხვს – 2,5 მილიონს მიაღწია“, – წერს გრანდი “ტვიტერზე”.

მან აღნიშნა, რომ, გაერო-ს შეფასებით, უკრაინის შიგნით დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია.

„ამ უაზრო ომის გამო, კიდევ ორი მილიონი ადამიანი იძულებულია, დატოვოს საკუთარი სახლი”, – წერს ფილიპო გრანდი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები