პენტაგონი: რუსეთმა უკრაინაში ბოლო ერთ დღეში 65 რაკეტა გამოიყენა

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის 775 რაკეტა გამოიყენა.

ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, – იტყობინება CNBC.

პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანონიმურობის პირობით, მედიას უთხრა, რომ გამოყენებულია როგორც მცირე, ისე, საშუალო მანძილის მოქმედების, ასევე, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები.

ამასთან, მისი თქმით, პენტაგონი აფიქსირებს საჰაერო იერიშების ინტენსივობის ზრდას, ხმელეთზე ჯარის გადაადგილების შენელების ფონზე.

10 მარტის მდგომარეობით, რუსეთს 710 რაკეტა ჰქონდა გამოყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები