პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს ბოლო ერთ დღეში 266 რუსი სამხედრო შეეწირა

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში 266 რუსი სამხედრო დაიღუპა.

24 თებერვლიდან დღემდე, რუსული არმიის პირადი შემადგენლობის ჯამური დანაკარგი 12 ათასს აღემატება.

ასევე, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა 18 რუსული ტანკის განადგურება შეძლეს, ჯამურად, 353 ტანკია.

რუსული არმიის ტექნიკური ჯამური დანაკარგი შეადგენს: 1165 ჯავშანმანქანას, აქედან 60 ბოლო ერთ დღეში; 125 საარტილერიო სისტემა – 2 გუშინ; ზალპური ცეცხლის სისტემა 58; რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა 31; თვითმფრინავი 57; ვერტმფრენი 83; საავტომობილო ტექნიკა 558; კატერი/გემი 3; ცისტერნა 60; დრონი 7.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები