ლიეტუვის პრეზიდენტი: ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს, “დიახ” უკრაინის ევროინტეგრაციაზე, პროცესი დაიწყო

ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს – “დიახ” უკრაინის ევროინტეგრაციაზე, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ვერსალში გამართული ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათ ევროკავშირში მიესალმებიან.

“ისტორიული ღამე ვერსალში. ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს – “დიახ” უკრაინის ევროინტეგრაციაზე. პროცესი დაიწყო. ახლა ჩვენზე და უკრაინაზეა დამოკიდებული, რომ ეს სწრაფად განხორციელდეს. გმირმა უკრაინელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მივესალმებით მათ ევროკავშირში“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი.

https://twitter.com/GitanasNauseda/status/1502103582337871874

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები