“დაკავებულ ტერიტორიებზე ოკუპანტები მოსახლეობას სიკვდილით სჯიან” – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის დროებით დაკავებულ ტერიტორიებზე აქტიურად მუშაობს რუსული აგრესიული პროპაგანდა.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის Facebook-ის გვერდზეა ნათქვამი.

აღინიშნება, რომ ამ ტერიტორიებზე ვრცელდება პრორუსული ნარატივი და ოკუპანტები ადგილობრივებთან მორიგებას ცდილობენ.

პარალელურად, ხერსონის ოლქში რუსებს ადმინისტრაციულ-პოლიციური რეჟიმის შემოღების მცდელობა აქვს, ქმნიან კომენდანტთა სისტემას დასახლებებში „წესრიგის“ შესანარჩუნებლად.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებთან შეტაკების დროს, რომლებიც გრძელდება ჩერნიგოვის რეგიონში, ოკუპანტები კვლავ განიცდიან მნიშვნელოვან დანაკარგს. ამ მიმართულებით საოკუპაციო ჯარების პირადი შემადგენლობა დემორალიზებულია და ნებდება.

„ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში მტერი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევით, მოსახლეობას ძარცვავს, მძევლები აჰყავს და სიკვდილით სჯის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები