ლევან პაპუაშვილი: დაახლოებით, 500 ტონა ზეთის მარაგია ჩვენს საწყობში და მოწოდება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

“დაახლოებით, 500 ტონა ზეთის მარაგია ჩვენს საწყობში და მოწოდება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება”, – ამის შესახებ კომპანია „დაფნას“ დირექტორმა, ლევან პაპუაშვილმა “ქრონიკასთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიო ბაზარზე ზეთის ფასი გაზრდილია, რაც საქართველოშიც აისახა.

„ის აჟიოტაჟი, რაც გამოწვეულია მაღაზიებში, წარმოქმნილია ლოჯისტიკის კუთხით შექმნილი პრობლემების გამო. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, პროდუქტის სწრაფი ტემპით მიწოდება ვერ ხერხდება. დაახლოებით, 500 ტონა ზეთის მარაგია ჩვენს საწყობში და მოწოდება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. მსოფლიო ბაზარზე ზეთის ფასი გაზრდილია, შესაბამისად, საქართველოშიც აისახა”, – განაცხადა ლევან პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები