დიდმა ბრიტანეთმა უკრაინელი დევნილებისთვის ელექტრონული ვიზები შემოიღო

15 მარტიდან უკრაინის მოქალაქეები ბრიტანეთის ვიზებზე განაცხადის შეტანას სავიზო ცენტრებში მისვლის გარეშე, ელექტრონულად შეძლებენ. ამის შესახებ BBC წერს.

უკრაინელებს, რომლებსაც აქვთ პასპორტი, შეეძლებათ, რომ სავიზო აპლიკაცია ელექტრონულად შეავსონ სავიზო ცენტრებში მისვლის გარეშე.

“პასპორტის მქონე უკრაინელებს შეეძლებათ, რომ სრულად ელექტრონულად მიიღონ დიდ ბრიტანეთში შემოსვლის უფლება, საიდანაც  უნდა მოდიოდნენ”, – განაცხადა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, პიტი პატელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები