ჯეიმს ჰეპი: ბრიტანელი სამხედროები უკრაინაში საბრძოლველად და “სელფების” გადასაღებად ნუ გაემგზავრებიან

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი, ჯეიმს ჰეპი ბრიტანელ სამხედროებს მოუწოდებს, უკრაინაში საბრძოლველად და სელფების გადასაღებად ნუ გაემგზავრებიან.

„ბრიტანელებს ჰგონიათ, რომ რამდენიმე კვირით შეუძლიათ ჩასვლა უკრაინაში საბრძოლველად “სელფების” გადასაღებად „ინსტაგრამისთვის“ და სამშობლოში დაბრუნება, რაც არაა სწორი, რადგან უკრაინელები მათ გვერდით საბრძოლველად ჩასულ ადამიანებს ასე არ უყურებენ. ისინი ასე არ უნდა მოიქცნენ“, – განაცხადა ჯეიმს ჰეპიმ.

მისი თქმით, უკრაინაში საბრძოლველად გამგზავრების შემთხვევაში, სამხედროები კანონს დაარღვევენ.

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის განცხადებით, ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების უკრაინაში საბრძოლველად ჩასვლა აჩენს საფრთხეს, რომ რუსეთი დიდ ბრიტანეთს ამ ომში მონაწილე მხარედ გამოაცხადებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები