ბრიტანეთის თავდაცვა: რუსეთის საჰაერო ძალების აქტივობა შესამჩნევად შემცირდა
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ რეგულარული ანგარიში გამოაქვეყნა. ამის შესახებ გამოცემა BBC წერს.
დოკუმენტის თანახმად, ბოლო დღეებში რუსული ავიაციის აქტივობა უკრაინის თავზე შესამჩნევად შემცირდა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ამის მიზეზად “უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოულოდნელ ეფექტურობას” ასახელებს.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული მანქანების დიდმა კოლონამ, რომელიც ჩრდილო-დასავლეთიდან კიევისკენ მიიწევს, გასული კვირის განმავლობაში ძალიან მცირე პროგრესი განიცადა.
გარდა ამისა, ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსული მხარის დანაკარგები გაიზარდა, რის გამოც კრემლი იძულებული გახდა, ომში წვევამდელები გაეწვია.
“რუსული მხარის დანაკარგების ზრდასთან ერთად, პრეზიდენტი პუტინი იძულებული იქნება, გამოიყენოს ჯარისკაცები რუსული არმიის სხვადასხვა ქვედანაყოფიდან და სხვა წყაროებიდან“, – ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine – 10 March 2022
Find out more about the UK government's response: https://t.co/uGIai2vjg2
🇺🇦 #StandWithUkraine 🇺🇦 pic.twitter.com/kUN8pCzuT4
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) March 10, 2022