“ვირთხები გემიდან გარბიან” – რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა გადადგომა მოინდომა, პუტინმა განცხადება არ დააკმაყოფილა

რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ელვირა ნაბიულინამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი, ოლექსი გონჩარუკი წერს.

ამასთან, იგივე ინფორმაცია გამოცემა “ობოზრევატელ”-ს რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში ორმა ერთმანეთთან დამოუკიდებელმა წყარომაც დაუდასტურა.

აღინიშნება, რომ პუტინმა ნიბიულინას განაცხადი არ დააკმაყოფილა, რადგან ამ შემთხვევაში რუსეთის საფინანსო სისტემა დაიშლებოდა.

“შექმნილ ვითარებასთან გამკლავების მოუმზადებლობის გამო, რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. ვირთხები უკვე ტოვებენ რუსულ სამხედრო გემს. გადადგომა არ მიიღეს. პუტინი ყველა თავის დამქაშს ფსკერამდე დაიყვანს”, – დაწერა გონჩარუკმა.

Obozrevatel-ის წყაროების თანახმად, ნაბიულინამ გადადგომის სურვილი პირადად რუსეთის პრემიერმინისტრ მიხეილ მიშუსტინთან საუბრისას გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები