ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: თეირანი აშშ-სთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვას არ გეგმავს

ირანს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის გეგმები ჯერ არ აქვს,- ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ისმაილ ბაგაიმ განაცხადა.

„ჩვენ არ გვაქვს მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის ჩატარების პროგრამა“, – განაცხადა ბაგაიმ.

მან დასძინა, რომ შეერთებულ შტატებთან ახალი მოლაპარაკებების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები