ფლორიდაში, ერთ-ერთ ეზოში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც პილოტი დაიღუპა

ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპასთან ახლოს პატარა თვითმფრინავი სახლის ეზოში ჩამოვარდა,- ამის შესახებ CBS News-ი იტყობინება.

ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოსა და ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის ცნობით, ტამპას ჩრდილოეთის აეროპორტიდან აფრენილი Cessna-ს თვითმფრინავი გაურკვეველ ვითარებაში ჩამოვარდა.

ბორტზე ერთადერთი პილოტი იმყოფებოდა, რომელიც გარდაიცვალა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი გაჩნდა და სახლს გარკვეული ზიანი მიადგა.

ამჟამად ავიაკატასტროფის გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები