ირანში ომში დაახლოებით 3 400 ადამიანი დაიღუპა

ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის შედეგად, სულ მცირე, 3375 ადამიანი დაიღუპა,- ირანის სასამართლო მედიცინის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, აბას მასჯედიმ განაცხადა.

მან არ დააკონკრეტა მშვიდობიანი მოსახლეობისა და უსაფრთხოების ძალების მსხვერპლთა რაოდენობა, მხოლოდ აღნიშნა, რომ 2875 მამაკაცი იყო, ხოლო 496 ქალი.

მასჯედიმ ასევე აღნიშნა, რომ მსხვერპლთაგან 383 18 წლამდე ასაკის ბავშვი იყო.

ცნობისთვის, 8 აპრილს ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დამყარდა. 11-12 აპრილს ისლამაბადში პაკისტანის შუამავლობით ამერიკულ და ირანულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები