პიკასოს ნახატი, რომლის ღირებულებაც მილიონ დოლარს აჭარბებს, 100 ევროდ გაიყიდა

“პაბლო პიკასოს 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ნახატი საქველმოქმედო ლატარიაში გათამაშდა და გამარჯვებულს პარიზში ვახშმის ფასად გადაეცა”,- ამის შესახებ უცზოური მედია წერს.

პარიზის მცხოვრებმა არი ჰოდარამ გაიმარჯვა გათამაშებაში „1 პიკასო 100 ევროდ“. მონაწილეებმა შეიძინეს 100 ევროს ღირებულების ბილეთები, რათა მოეგოთ მხატვრის 1941 წლის გუაშის „ქალის თავი“.

ლატარიაში სულ დაახლოებით 120 000 ბილეთი გაიყიდა. ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება ალცჰაიმერის კვლევის ფონდში, რომელიც მთელ ევროპაში ამ დაავადების კლინიკურ კვლევებს აფინანსებს.

გამარჯვებული, პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი, რომელსაც ხელოვნება უყვარდა, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მხატვრის ორიგინალური ნამუშევრის მფლობელი გახდა. ხოდარასთვის ლატარიაში მონაწილეობა არა მხოლოდ მსოფლიო ხელოვნების გაცნობის შანსი, არამედ სამეცნიერო კვლევის მხარდაჭერის საშუალებაც იყო.

ეს მსგავსი ინიციატივის პირველი შემთხვევა არ არის, რადგან პირველი კამპანია 2013 წელს ჩატარდა და მიზნად ისახავდა ლიბანში, ისტორიული ქალაქის, ტვიროსის, შენარჩუნებისთვის თანხების შეგროვებას.

მეორე კამპანია 2020 წელს ჩატარდა და COVID-19 პანდემიის დროს სუფთა წყლისა და სანიტარიული პროგრამების მხარდაჭერას მიეძღვნა.

აღსანიშნავია, რომ პიკასოს ნამუშევრები ტრადიციულად საერთაშორისო აუქციონებზე რეკორდულ ფასებს აღწევს. 2015 წელს მისი ნახატი „ალჟირელი ქალები (ვერსია O)“ 179 მილიონ დოლარზე მეტ ფასად გაიყიდა, რამაც დაადასტურა მხატვრის სტატუსი, როგორც ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მხატვრის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები