თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ამერიკის ევროპული სარდლობის მიერ შექმნილ ლეგალური ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი ბერაია, თავმჯდომარის მოადგილეები – ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია და კომიტეტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი ამერიკის ევროპული სარდლობის მიერ შექმნილ სპეციალურ, ლეგალურ ჯგუფის წევრებს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე კომიტეტის და ლეგალური ჯგუფის წევრებმა თავდაცვის კოდექსის რედაქციული ნაწილი და ის მიმართულებები განიხილეს, რომლებიც თავდაცვის ძალების და თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური განვითარების მექანიზმებს მოიცავს.

„თავდაცვის კოდექსის მოსამზადებლად, საქართველოსთვის აშშ-ის ევროპის სარდლობის სპეციალური ლეგალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან ერთად აქტიურად მუშაობდნენ თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი თავდაცვის კოდექსის შემუშავების პროცესში. აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევებში კომიტეტის მოსაზრებები სპეციალური ჯგუფის შეხედულებებს ემთხვეოდა. უახლოეს პერიოდში პარლამენტს განსახილველად აღნიშნული კოდექსის პროექტი წარედგინება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს, ძალიან ახლოს დგას ამერიკის თავდაცვის კანონთან და თანხვედრაშია ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის კანონებთან. საქართველოს თავდაცვის კოდექსი მნიშვნელოვანი დოკუმენტია ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია მისი თავდაცვის უნარიანობის ამაღლების და ასევე მისი ინსტიტუციონალური განვითარებისათვის”, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები