“ზოგიერთი უკრაინელი რუსეთთან კავშირებს ეძებს, მაგრამ პასუხი სწრაფი იქნება” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პირობას დებს, რომ ექნება სწრაფი პასუხი ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის ქმედებებზე, რომლებიც რუსეთთან კავშირებს ეძებენ.

მისი თქმით, ახლა ოკუპანტებთან ბრძოლაა საჭირო და არა – “კავშირებს ძებნა”.

ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში თქვა.

“ჩვენ უკვე უამრავ ინფორმაციას ვიღებთ, რომ უკრაინაში ზოგიერთმა გადაწყვიტა, შეუძლია – აღარ იბრძოლოს ყველასთან ერთად. ჩვენ ვიღებთ განსხვავებულ სიგნალებს, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი კვლავ ეძებს კავშირებს რუსეთთან. ზოგიერთი კი განხეთქილების შეტანაზე მუშაობს”, – თქვა მან.

ზელენსკიმ ასეთი პოლიტიკოსები გააფრთხილა, “ერთი რამის თქმა მინდა, და მხოლოდ ერთხელ ვიტყვი. ვხედავ, რასაც აკეთებთ. თუ კიდევ ერთხელ გავიგებ მსგავს რამეს, პასუხი სწრაფი იქნება – ისეთი, როგორიც უნდა იყოს ომის დროს.”

„მადლობა ღმერთს, ჩვენი ხალხი უკვე გაერკვია ყველასა და ყველაფერში”, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები