დმიტრო კულება: დაზიანებულია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ერთიანი ელექტრომომარაგების ხაზი და მისი ყველა ბირთვული ობიექტი
დაზიანებულია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ერთიანი ელექტრომომარაგების ხაზი და მისი ყველა ბირთვული ობიექტი, რომელსაც რუსული არმია აკონტროლებს – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს.
”ჩერნობილი დეენერგიულია. მოვუწოდებ მთელს საერთაშორისო საზოგადოებას, სასწრაფოდ მოსთხოვოს ცეცხლის შეწყვეტა რუსეთს და მისცეს სარემონტო ეკიპაჟებს ელექტროენერგიის სწრაფი აღდგენის საშუალება.
სარეზერვო დიზელის გენერატორები ელექტროენერგიას მიაწვდიან ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და მის ობიექტებს 48 საათის განმავლობაში. შემდეგ დახარჯული ბირთვული საწვავის საწყობის გაგრილების სისტემა გამოირთვება, რაც საფრთხეს შეუქმნის რადიაციის გაჟონვას. რუსეთის ფედერაციის ბარბაროსული ომი საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას. პუტინმა ის სასწრაფოდ უნდა შეაჩეროს!”, – წერს კულება სოციალურ ქსელ ”ტვიტერში”