გაერთიანებული სამეფოს საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების ფრენა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება

დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული სამეფოს საჰაერო სივრცეში რუსეთის თვითმფრინავების ფრენა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ახალი სანქციები რუსეთში კოსმოსური და საავიაციო ტექნოლოგიების ექსპორტსაც ზღუდავს.

ცვლილებების მიხედვით, ხელისუფლებას შეეძლება, რუსული თვითმფრინავი დააკავოს, მათ შორის, მესამე ქვეყანაში რეგისტრირებული კერძო თვითმფრინავებიც, რომლებიც ძირითადად მდიდარ რუსებს აქვთ დაქირავებული.

ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცია კრემლთან დაახლოებული პირებისთვისაა გამიზნული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები